,,არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს”- სოზარ სუბარი

,,არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ”თუ ამერიკელი ინსტრუქტორები არ დაიწყებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში.”

„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. არანაირი საუბარი არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე, თუმცა იყო დაფინანსების გარკვეული მოდელების გადახედვაზე. არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება საქართველოსთვის. თუ მსგავსი პროექტები არ დაფინანსდება მაშინ 10%-იანი ან 11%-იანი ზრდა კი არ გვექნება, გვექნება 15% და 20%-იანი ზრდა და ეს გაცილებით უკეთესი იქნება. თუ ამერიკის დახმარების ეს ნაწილი შემცირდება, 80 მილიონზე მეტზეა სუბარი და თუ არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში. ეს ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, კი არ გავაორმაგოთ, არამედ გავაათმაგოთ მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტი. ამერიკის ბიუჯეტში სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ნაწილია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ვიდრე რევოლუციურ სცენარზე მოფიქრალი ენჯეოების დაფინანსებაზე. როცა საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს მართლა არ აქვს არავისგან დასამადლებელი. ჩვენ ვართ ძალიან ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორები და ეს გამოჩნდა ყველა საერთაშორისო მისიაში. ჩვენ არ ვართ ისე, რომ ხელი გვაქვს გაშვერილი მხოლოდ დახმარებისთვის. ჩვენი ძალიან დიდი როლი შეგვაქვს, როგორც სანდო პარნიორებს ნატო-ს და ევროკავშირის მისიებში, ყველგან, სადაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები