,,საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-სთან პარტნიორობის ფორმას”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-სთან მიმართებით არა სტრატეგიულ არჩევანს, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმას,”- ამის შესახებ მოძრაობა ”ხალხის ძალის”წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს დღეს არსებული ”არასწორი ურთიერთობები აშშ-სთან და ამან მიიღოს ღირსეული, თანასწორული და ორმხრივი პარტნიორობის სახე“.

„ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს, რომ ევროპიდან თუ ამერიკიდან რიგი პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ შეფასებებს უნდა ვუსმინოთ, შემდეგ ფრთხილი კომენტარები ვაკეთოთ და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მობოდიშებით წარსულს ჩავაბაროთ. ამ ქმედების ახსნას კი „მორჩილები“  შემდეგნაირად გვთავაზობენ: – ჩვენ  პატარა ქვეყანა ვართ და პასუხის გაცემის უფლებაც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვსაუბრობ შელახული ღირსების დაცვაზე. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ ამ დოგმებს ამსხვრევს. სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა: – „ხომ არ არის დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში“. მინდა, ვუპასუხო, დიახ, ამის დრო ნამდვილად დადგა. ჩვენი მოძრაობაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია, შეიცვალოს არა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი აშშ-სთან მიმართებით, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმა. უნდა შეიცვალოს დღეს არსებული არასწორი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამან მიიღოს ღირსეული, თანასწორული და ორმხრივი პარტნიორობის სახე“, – განაცხადა ხუნდაძემ.

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ”- სენატორი – (mcm.ge)

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად”- სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები