,,არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ გამასხარავება”- მამუკა მდინარაძე

,,არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით თავად ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება, თორემ სხვანაირად ასეთი შიდა კონკურენცია ვერ იქნებოდა,”– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდიანარაძემ უპასუხა  კითხვას, ვინ უფრო ძლიერი კონკურენტია „ქართული ოცნებისთვის“, ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი.

„ბოლო სამი დღეა, ვიძახი და პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს, ის არის მედიაპროდუქტი. ერთი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ არც ერთმა ტელევიზიამ რომ არ ახსენოს, გარანტიას გაძლევთ, ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები