,,რუსებმა ხერსონიდან უკან დახევისას სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს”- დიდი ბრიტანეთი

რუსეთის ჯარებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით, ბევრი ხიდი დაანგრიეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი.

უწყების შეფასებით, საოკუპაციო ძალების გაყვანის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო. უკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და, სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს“, – აცხადებენ  უწყებაში.

მსგავსი თემები