,,მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს”- გია ვოლსკი

„ის, რომ მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევებმა, რომელსაც ატარებენ IRI, NDI და სხვები საველე ორგანიზაციების დახმარებით, წლების განმავლობაში საზოგადოების ნდობა დაკარგეს.

„ის, რომ მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლევაში ამოტივტივდება ხშირ შემთხვევაში გარკვეული კონიუქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს. თუმცა, ბევრია ისეთი, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს და ქვეყნის წინაშე ამ გამოწვევებს პასუხობს, თუნდაც პარტიების მიმართ უნდობლობის გამოხატვით. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში „ქართულ ოცნებას“ ლომის წილი მიუძღვის. 2012 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას აჩვენა, რომ ევროატლანტიკური სივრცე არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანის წამება და უფლებების დარღვევა იყოს მხარდაჭერილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები