„ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

„დღეს ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას, ძალისმიერ პოლიტიკას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში“ – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმამედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში უკრაინის თემაზე საუბრისას.

მისი თქმით, ჩინეთი მსოფლიოს, მშიდობისთვის საკუთარ სიბრძნეს უზიარებს.

„პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აპრილში გამართულ აზიის პოაოს ყოველწლიურ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წამოაყენა, რითაც გარკვევით უპასუხა ისეთ ეპოქალურ საკითხებს, თუ „რა სახის უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს და როგორ მიაღწევენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოებას“. ამ ინიციატივით ჩინეთმა მსოფლიოში მშვიდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი სიბრძნე და ხედვა აჩვენა.

ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დღევანდელ პირობებში, „აბსოლუტური უსაფრთხოება“ და „ერთპიროვნული უსაფრთხოება“ ვერ განხორციელდება. ჩვენ უნდა ვაჯობოთ ცივი ომის მენტალიტეტს – რომ ერთის გასამარჯვებლად მეორე უნდა დამარცხდეს, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოება, დაპირისპირება უნდა ჩავანაცვლოთ დიალოგით, მუქარა – მოლაპარაკებით, ალიანსი – პარტნიორობით, ნულოვანი ჯამი – საერთო სარგებლით. უნდა დავიცვათ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, დავუპირისპირდეთ ცალმხრივ სანქციებსა და „ექსტერიტორიულ იურისდიქციას“ – აღნიშნა ელჩმა „მედიცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები