,,მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას ეხმიანება.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა  ბერკეტი.

,,მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას! უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

მსგავსი თემები