„დიდი შვიდეული“ და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ – მედია

„დიდი შვიდეული“ და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ზედა ზღვარი ფიქსირებული იქნება და რეგულარულად გადაიხედება, რაც ბაზრის სტაბილურობას გაზრდის.

”როიტერის” ცნობით, ფასი ჯერ არ არის დადგენილი და ამ საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

მსგავსი თემები