მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი. თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. … ვრცლად მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა