,,ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ”- ირაკლი ზარქუა

,,ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ,,მათი ამოცანა არ არის ქვეყნის მშენებლობა, მათი ამოცანაა, რამენაირაად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ შემდეგ ამ ტალღაზე-რევოლუციურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოხვდებიან”.

,,საქართველო ხდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა პროგნოზებს აკეთებდა, რომ 2030- ში საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და სწორედ ამის დადასტურება იყო, რაც მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. ახლა რაღას იტყვიან, მაინტერესებს, ეს ხელმოცარულები?! ეს არის მეგობრებო სწორი ფაქტები, ხოლო ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ესენი არიან ხელმოცარულები. ეს არის ბოდვა, ნუ აყვებით მას, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით”, – აღნიშნა ზარქუამ.

მსგავსი თემები