ანექსირებულ ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ანექსირებულ ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ხერსონის დე ფაქტო გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს განცხადებით, ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირთა შესვლა შვიდი დღით შეიზღუდება.

,,ამისთვის ამოქმედდა ბორნები, რომლებსაც გადაჰყავს ხალხი ხერსონიდან ალიოშკში და გოლაია პრისტანში. ასევე განთავსდება დროებითი განსახლების ცენტრი. განათავსებენ დროებითი განსახლების პუნქტს, სადაც მაშველები გაანაწილებენ მგზავრობის მიმართულებას, რომელსაც თავად მოქალაქეები აირჩევენ სურვილის მიხედვით,”- იტყობინება ქალაქ ოლეშკის ე.წ. ადმინისტრაცია საკუთარ ტელეგრამ არხზე.

საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება.

ვლადიმირ სალდოს განაცხდებით, რეგიონის მარჯვენა სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაცია  დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წყალდიდობის საფრთხის გამო ხდება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინელი სამხედროების იერიშმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე.

მსგავსი თემები