ხულოში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა 19.10.2022 მედიაცენტრი მთავარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი ხეს ჭრიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.