„ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას ეხმიანება.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის.

„ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება. პარტიაში არის უამრავი დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის. რაც შეეხება შანტაჟსა და ზეწოლას, ეს არის ამ პარტიის ხელწერა. რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ, იგივეს აგრძელებენ ოპოზიციაში. მათგან არაფერი გვიკვირს. კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება. ეს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკური სისტემის ნაწილი გახდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თავდგირიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი  შანტაჟი გახდა, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

მსგავსი თემები