„მიხეილ სააკაშვილი, დროებით, უკრაინულ მხარეს უნდა გადასცენ“ – უკრაინელი ადვოკატი

უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ დაავალა, ქართულ მხარეს სააკაშვილის დროებითი გადაცემის შესახებ მიმართოს. აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ვადიმ ზავორიტნი აკეთებს, მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინულ მხარეს დროებით უნდა გადასცენ.

​„სააკაშვილის დროებითი გადმოცემა უკრაინის ტერიტორიაზე, სწორედ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც კიევის მახლობლად რაიონული სასამართლო განიხილავს. საქმე ეხება გარემოებას, როდესაც 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. საქმე წარიმართა სასამართლოში და ახლა საქმის მასალების შესწავლა ხდება.  გვსურს, დავკითხოთ, როგორც დაზარალებული. ეს პოზიცია ჯერ კიდევ ძალიან ადრე შევათანხმეთ თავად სააკაშვილთან.

აქამდე ვაგროვებდით ამისთვის საბუთებს და დღეს სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემაზე. სასამართლო დაზარალებულს უშუალოდ დარბაზში თავად ჰკითხავს. მესმის, რომ ის ახლა ციხეშია, მაგრამ არსებობს პროცედურა, რომელითაც შესაძლებელია  დაკავებული ადამიანი გადავიყვანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. არავინ ამბობს, რომ სამუდამოდ გადმოსცენ უკრაინას“, – აცხადებს ადვოკატი  ვადიმ ზავორიტნი.

 

მსგავსი თემები