,,ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“- ირაკლი ზარქუა ლომჯარიაზე

,,სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა არა სახალხო დამცველი, არამედ კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ~

ზარქუას თქმით, ,,დღეს ვინც ჩვენ სახალხო დამცველად გყავს, ყველაფერია სახალხო დამცველის გარდა!”.

„29 სექტემბრამდე ყველა კანდიდატს აქვს დარეგისტრირების საშუალება. მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატი დარეგისტრირდება და განსახილველად თითოეულის დოსიე გადმოგვეცემა, პოზიციას ამის შემდეგ წარმოგიდგენთ. პირადად ჩემი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მხარს სახალხო დამცველობის კანდიდატს დავუჭერ, არის ის, რომ უნდა იყოს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ობიექტური, განათლებული და არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა არა სახალხო დამცველი, არამედ კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი სახალხო დამცველი იქნება ყველას უფლების დამცველი: – ოპოზიციისაც, ხელისუფლების წარმომადგენლისაც, ხელისუფლების მხარდამჭერისაც, ოპოზიციის მხარდამჭერისაც, იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის და განსხვავებული მრწამსისა და შეხედულების მქონე ადამიანის დამცველი“,- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები