,,რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი”- დიმიტრი მედვედევი

,,ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ სახელმწიფოებში არ გაჩნდეს ბირთვული იარაღი. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები,” – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

„საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, – წერს მედვედევი.

 

 

მსგავსი თემები