,,ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი”- ნეკა დოროყაშვილი

,,ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს,”- ამის შესახებ  ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ,  ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დოროყაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, წყვილს შორის პირველი კონფლიქტი მის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც მეჯვარედ ერთ-ერთი პირის არდაყენებას შეეხებოდა, რადგან ის არაფოტოგენური იყო.

„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

ამასთან, დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა მას აიძულა კარიერა მიეტოვებინა.

მსგავსი თემები