ერთ კვირაში, რუსეთ-საქართველოს საზღვარი 37 000 ადამიანმა გადაკვეთა  

ქართული მხარე ამტკიცებს რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთა ნაკადის ზრდა არ ფიქსირდება. რუსული მხარე კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხოლოდ ერთ კვირაში, რუსულ საქარველოს ორივე მიმართულებით საზღვარი 37 000-მა ავტომანქანამ გადაკვეთა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,  ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა.

„საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია. გასულ კვირას, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია“ – აცხადებს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ირბეკ ტომაევი.

 

მსგავსი თემები