„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ მოამზადა, და პარლამენტს წარუდგინა, სანქციები იზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება.
ასევე, დანაშაული უფრო მკაცრია, თუ ის ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში. ფიზიკური პირი ისჯება 1 000 ლარით, იურიდიული პირი – 3 000 ლარით.