პუტინის გადაწყვეტილებით, ვინც ომში არ წავა, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

რუსეთიდან მამაკაცების მასობრივად გადინებისა თუ გაქცევიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საუბარია საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე.

რუსული მედიიის ინფორმაციით,  კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ანალოგიური სასჯელია მათზე, ვინც საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანებას არ დაემორჩილება.

კანონის მიხედვით,  მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პუტინმა აღნიშნულ კანონს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თუმცა, მისი მოქალაქეები  უკრაინაში ომში არწასვლის მიზნით ქვეყნიდან გაიქცნენ. მიდიან იქ, სადაც სავიზო რეჟიმი არ ვრცელდება. ასეთ ქვეყნების საზღვრებთან მრავალკილომეტრიანი რიგი დგას. მათ შორისაა საქართველო.

 

მსგავსი თემები