ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებთან „წითელი ჯვარი“ არც ერთხელ შესულა

ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები, „აზოვსტალელების“ ინფორმაციით, ტყვეობისას, მათთან „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები არც ყოფილან.

როგორც  უკრაინის რადას ადამიანის  უფლებათა კომისარი, დმიტრი ლუბინეცი აცხადებს ეს არის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა.

“სამხედრო ტყვეებიდან, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ, არცერთს საერთაშორისო კომიტეტის წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ უნახავს. ეს არის დარღვევა, ეს არის „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მანდატის შეუსრულებლობა… არადა, ისინი მარიუპოლში ჩვენი გმირების „აზოვსტალიდან“ გამოსვლის დროს ადგილზე  იმყოფებოდნენ და იღებდნენ ფაქტებისა და არსებული ვითარების მონიტორინგის ვალდებულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საერთოდ არ განხორციელებულა,” – აცხადებს დმიტრი ლუბინეცი.

 

მსგავსი თემები