უკრაინული მხარის  ინფორმაციით, მოკლულია 390 ბავშვი

უკრაინული მხარე რუსეთის სისასტიკესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით,  მოკლულია 390 და დაშავებულია 750 ბავშვზე მეტი.

„18 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1147-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 390 ბავშვი და დაშავდა 757-ზე მეტი“, – განმარტავენ პროკურატურაში.

აღნიშნულ ციფრებში ოკუპირებული ტერიტორიები და ასევე, ოკუპაციისგან გათავისუფლებული დასახლებები არ შედის.

 

მსგავსი თემები