შეტაკებებისას, საზღვარზე  ყირგიზეთის 36 მოქალაქე დაიღუპა  

ყირგიზეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში მომხდარ შეტაკებებში დაღუპულია მათი 36 მოქალაქე. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 100-ზე მეტია. მათივე ინფორმაციით, 137 ათასი ადამიანი ევაკუირებულია კონფლიქტის ზონიდან.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბული ხდება მხარეები კონფლიქტში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ტაჯიკეთის მხარე მსხვერპლზე არ საუბრობს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი.

ამ ეტაპზე, საზღვარზე ცეცხლი შეწყვეტილია.

მსგავსი თემები