„რაკეტები არ დაფრინავს პარიზის თავზე, ის დაფრინავს უკრაინის ქალაქების თავზე“ – პოდოლიაკი დასავლეთს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი დასავლეთს კიდევ ერთხელ მიმართავს და შეახსენებს, რომ რაკეტები უკრაინის ქალაქების თავზე ცვივა. როგორც მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, დასავლეთი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით არ ეხმარება და აღნიშნულის გამო კრიტიკას გამოხატავს.

„დასავლეთის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო ბევრი თანამედროვე და ეფექტური სისტემა აქვს. მაგრამ რაკეტები არ დაფრინავს პარიზის, რომისა და ბერლინის თავზე. ისინი უკრაინული ქალაქების თავზე დაფრინავს. იქნებ, დროა დაიცვათ უკრაინის მოქალაქეები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, თუ დაველოდოთ მასშტაბურ ტექნოგენურ კატასტროფას?“- განაცხადა პოდოლიაკმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები