,,შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება, ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება, ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის,”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, მასობრივ სამარხების აღმოჩენას, სადაც სადაც ნაწამები უკრაინელების ცხედრები იპოვეს.

ზელენსკის თქმით, რუსეთი მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას ტოვებს.

,,მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს სამყარო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი.
მაგრამ ეს ყველაფერი არის და მისი სახელია რუსეთი. იზიუმში მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. წამების ნიშნებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. რუსეთი მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას ტოვებს. მკვლელები ჯალათები მოკლებული არიან ყველაფერს ადამიანურს. ვერ გაიქცევი, ვერ დაიმალები. შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება.  ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის,”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

იზიუმში, მასობრივ საფლავში ნაპოვნი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს შემოხვეული, ნაწილს კი ხელები შეკრული – (mcm.ge)

მსგავსი თემები