,,გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება”- მამუკა მდინარაძე

,,გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი პირად შეურაცხყოფაზეა გადასული.

,,გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ პირად შეურაცხყოფაზეა გადასული, მაგალითად, რაც იკადრა მაგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით პირადად, არაფერში არ ჯდება. არც ეთიკაში, არც ზრდილობაში და არაფერში საერთოდ მას შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ალბათ თავისი ჭკუით,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები