მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება

,,დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

როგორც ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს, შუადღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი მანგუშისა და ბერდიანსკის გავლით ზაპოროჟიეში.

„მარიუპოლში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებითაა კონცენტრირებული“, – აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.

ვერეშჩუკის თქმით, ადგილზე ვითარება მძიმეა, ამიტომ მარშრუტები შესაძლოა შეიცვალოს. მან მოუწოდა მოქალაქეებს თვალი ადევნონ ოფიციალურ წყაროებს.

მსგავსი თემები