აზერბაიჯანული არტილერია სომხეთში, სასაზღვრო ზონაში, რუსული „ეფ-ეს-ბეს“ შტაბს დაესხა თავს

აზერბაიჯანულმა არტილერიამ, სომხეთში, გეღარქუნიკის რეგიონის სასაზღვრო ზონაში, რუსული FSB-ს სასაზღვრო ძალების შტაბზე დარტყმა განახორციელა.

სოციალური ქსელსა და ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც განადგურებული ინფრასტრუქტურა ჩანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, არცერთ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა დისლოკაციის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.

მსგავსი თემები