ივლისში, სურსათსა  და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები – 29.3%; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 21.3%; ყავა, ჩაი და კაკაო – 18.2%; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.1%; ზეთი და ცხიმი – 17.5%; რძე, ყველი და კვერცხი – 16.9%; თევზეული – 14.9%; ხილი და ყურძენი –13.7%; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 12.7%;.

ამასთან, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

მსგავსი თემები