ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა.

ზელენსკიმ  მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში.

,,დღეს, უკრაინელი მედესანტეების მიერ გათავისუფლებულ ქალაქში, საზეიმოდ აღმართეს სახელმწიფო დროშა. უკრაინა საკუთარს უბრუნებს”,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები