ოჯახურ ძალადობაზე, 8 თვეში სს დევნა 4591 ადამიანზე დაიწყო

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შემთხვევები კატასტროფულად მზარდია. როგორც პროკურატურაში განმარტავენ,  ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც ბოლო წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური, მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა  550 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 5144 პირის მიმართ, რაც შეეხება 2022 წლის 8 თვის მონაცემებს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ.

2014-2021 წლებში, ასევე მზარდია  პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა.

მსგავსი თემები