2014-2022 წლებში საქართველოში 186 ქალი მოკლეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა. ქალთა მკვლელობა (ფემიციდი) 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა.

გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით – 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით – 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით – 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით – 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების შედეგად, 2014 წლიდან 2020 წლამდე ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი შემცირებული იყო,  2020 წელს ისევ დაფიქსირდა ზრდა, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულია კვლავ კლება.

 

მსგავსი თემები