,,ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია”- ლევან ბეჟაშვილი

,,ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია,”- ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტს, სადაც საუბარია კორუფციის კუთხით, საქართველოში არსებულ მდომარეობაზე.

ბეჟაშვილის თქმით, ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორიფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა.

,,საქართველოს საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 2012 წლის შემდეგ კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორიფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა. ამაში ჩართულები არიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები ასევე მუნიციპალურ დონეზე გამგებლები, საკრებულოს წევრები და ა.შ. შეუთავსებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის, რასაც ოლიგარქიული რეჟიმი გვთავაზობს. ამიტომ როცა საუბარია სანქციებზე, ის შეეხება როგორც ბიძინა ივანიშვილს ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ჩართულია კორუფციულ სქემებში და გარიგებებში, მათ შორის მოსამართლეებს, პროკურორებს, პარლამენტის წევრებს, სამწუხარო რეალობაა, ამიტომ უნდა დავიწყით ბრძოლა დეოლიგარქიზაციისთვის. ეს ტერმინოლოგია, უკვე კონკრეტული დიაგნოზია, ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული სახელები, გვარები და სანქციების სია, ამიტომ ამ განცხადების მერე უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ გვარებს და სანქციებს, რადგან სხვა შემთხვევაში არსებული რეალობის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. დეოლიგარქიზაზიის დაწყებას სანქციების გარეშე, როგორც ჩანს “ქართულ ოცნება” არ გეგმავს, ის უნდა ჩამოყალიბდეს ან სანქციები ან ძალაუფლების ტრანზაქცია ხალხის მიერ არჩეული ახალი ხელისუფლებისთვის,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი თემები