„რაგბის პრობლემებს უნდა წყვეტდნენ რაგბისტები და არა, ვიღაც პარლამენტარები“ – „ბორჯღალოსნები“ „მედიცანეტრ მთავარში“

„ერთი წლის წინ გამოკვეთა, რომ იყო პრობლემები,შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, მაშინდელ პრემიერს შევხვდით, იყო პოზიტიური ნაბიჯები , სამწუხაროდ იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არ იქონია გავლენა რაგბის კავშირის ზოგ ჩინოვნიკებზე,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბემ ლევან ობოლაძემ განაცხადა.

ვეტერან მორაგბეებს მიაჩნიათ, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების შემცირება და შესუსტება, მათივე თქმით რაგბის კავშირში საკითხებს პარლამენტარები წყვეტენ:

„პრემიერის გადაწყვეტილება არ შესრულდა, შევეცადეთ ახალი ჩემპიონატი დაგვეწყო,  სპორტზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა და არა პარლამენტარებმა, პრეზიდენტი ხვდება ცალკეულ ადამიანებს და არა კლუბებს და ეს ემსახურება რაღაცეების ჩაცხრობას, ერთი გამგეობის ოქმიდან გავიგეთ, რომ კლუბების შემცირება უნდათ.

გავივლით კონსულტაციებს კლუბებთან, საერთო საკითხებზე ყველას, რაც გვაწუხებს და დავილაპარაკებთ ყველა ერთად, გადაწყვეტილების მიმღები არის რაგბის კავშირი და ამათ მზაობა უნდა გამოთქვან და არა სათითაო რეკვები ინდივიდუალურ პირებთან.

ხელოვნურად ხდება კლუბების დასუსტება, ჩვენ ასევე შეტანილი გვაქვს სარჩელი სასამრთლოში არჩევნებთაან დაკავშირებით, თუმცა სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა, ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი მეთოდით,“ – განაცხადა ლევან ობოლაძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები