,,ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს გაქცევა ყირიმიდან, ეს სწორი არჩევანია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ აღვადგენთ ყირიმის თავისუფლებას, ყირიმში მცხოვრები ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს, რის შედეგადაც  ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან.

,,უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები დგამენ საჭირო ნაბიჯებს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ეს ნაბიჯები. და ყველა ხედავს: ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს გაქცევა ყირიმიდან. ეს მათთვის სწორი არჩევანია. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო 103-ე სახმელეთო თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებმაც შედეგი დადეს დონეცკის ოლქში – დასახლება განთავისუფლდა.
ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა. ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი – მისი გმირული მოქმედებების წყალობით ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა.
მადლობა ყველას ბიჭებო!”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები