,,თბილისის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია”- გიორგი ვაშაძე

,,სამწუხაროა, რომ ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  უმჯობესია დედაქალის მერი იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ თვეობით გადათხრილია ქუჩები და ნახოს იქ არსებული მტვერისა და ბუღის გამო რა მდგომარეობაშია მოსახლეობა.

„თბილისის მერი ტელევიზიასთან და ჟურნალისტებთან კეკლუცის ნაცვლად, რომ თითქოს ქალაქში დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს და გული შესტკივა ქალაქის მცხოვრებლების პრობლემებზე, უმჯობესია იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ თვეობით გადათხრილია ქუჩები და ნახოს, იქ არსებული მტვერისა და ბუღის გამო რა მდგომარეობაშია მოსახლეობა, ან რა ხდება უკანონო, უკონტროლო მშენებლობებთან დაკავშირებით, ლამის ყველა სკვერში და პარკში მრავალსართულიან კორპუსებს რომ დგამენ.

ეს არის ქალაქის მართვა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ თითქმის ერთი წელი სჭირდება ერთი ქუჩის პატარა მონაკვეთის რეაბილიტაციას. რა ხდება თუნდაც მელიქიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით, თვეობით გადათხრილია, რაც აფერხებს ქალაქში გადაადგილებას. გაესაუბროს იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. სამწუხაროა, რომ ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები