,,არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, ინფექცია მიდიოდეს დასრულებისკენ, ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე,”-  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და  ამ დროისთვის მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენს.

„პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს ამ ეტაპზე – 14 %. სასურველია, რომ შემოდგომის პერიოდზე მოსახლეობას მოვუწოდოთ, იგივე ასაკობრივი ჯგუფების მიუხედავად, რომ როდესაც თავშეყრის ადგილები გაიზრდება, სკოლებში ბავშვები დაბრუნდებიან, ატარონ პირბადე, ვისაც შეუძლია და რამე ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, ინფექცია მიდიოდეს დასრულებისკენ. ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე და ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაზარდნონ ტესტირება და გამოავლინონ ინფექცია. თუ ქვეყანაში არ იქნება ტესტირების მასობრივი მოწოდება, გლობალურადაც არავის ეცოდინება, რამდენი ადამიანი ავადობს. წინასწარ პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს 2023 წლის ბოლოსკენ, როდესაც გლობალური პანდემია შეიძლება, გამოცხადდეს როგორც მართვად ინფექციად, ანუ ენდემურ ნაწილად. ჯერ ამის ნიშნები სამწუხაროდ არ არის, რადგან მსოფლიოში კორონავირუსით ყოველკვირეულად დაახლოებით 15 000 ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები