,,ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ”- მამუკა მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობა“, იგივე „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ“,- ასე აფასებს მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ოპოზიციის არმონაწილეობას.

მისი თქმით, უმრავლესობა მაქსიმალურად შეეცდება პროცესი ინკლუზიური იყო და არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი და ”შარის მოდების” საშუალება.

„ხვალამდე ჩვენ არ ვიტყვით არაფერს, არც ერთ წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რას დავაპირებთ, რადგან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულებიც არ ვართ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციური სპექტრის აზრი შერჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით. ყველა შემთხვევაში, ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია, გაგცეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ვუზრუნველყოფთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი და არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი და შარის მოდების საშუალება, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ისევე, როგორც მთლიანად პროცესს, ესეც საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგრობრებისთვის ღია, ნათელი, ცნობილი იქნება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც სხვა პუნქტბთან დაკავშირებთ, ამ პუნქტზეც, მაქსიმალური ინკლუზიური პროცესი და შედგი დავდოთ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვისმენთ პირველ რიგში ოპოზიციური სპექტირის აზრს, მიუხედავად ყველაფრისა, რომ მათი დიდი ნაწილი საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს, და ჩვენ ვისმენთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აზრს, ამის შემდეგ ვაპირებთ ინკლუზიური პროცესის დეტალების გადაწყვეტას და გასაჯაროებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან კომპრომისისთვის, კონსენსუსისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პუნქტის შესრულებას დაემუქრება უდიდესი საფრთხე. აქედან ამომდნარე, ჩვენ მოვისმენთ დღესაც და ხვალაც მათ აზრს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ პირველ სექტემბრამდე დავდებთ შესაბამის გეგმას, როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა და ამას არ გავაკეთებთ ისე, რომ არ მოვისმინოთ ოპონენტების აზრი. კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი იქნება შემდეგი ეტაპი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ, მოვიფიქროთ გეგმა და წესი, რომლის მიიხედვითაც, ინკლუზიურობის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი. ამის შემდეგ უნდა გადავიდეთუკვე კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარზე, თუმცა მანამდე ჩვენ აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ რაღაც წესზე, რომელიც იქნება გარანტია ამ პუნქტის შესრულებისა. დღევანდელი დადასტურება „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განშტოების მხრიდან ჯერ ამ შეხვედრაზე დასწრების და შემდეგ რადიკალიზაციის გეგმის დაანონსება ნიშნავს, რომ როგორც მთლიანად პროცესს, ისინი ამ პუნქტის შესრულებასაც უცხადებენ საბოტაჟს. ჩვენ ჯერ უნდა მოვუსმინოთ, ვერავინ უნდა შეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენ არ მოვისმინეთ და ამისგან დამოუკიდებლად მიიღეს რაღაც გადაწყვეტილებები. როცა ვსაუბრობთ, რომ ინკლუზიურობის მაღალ ხარისხს დავდებთ, ჯერ მოვისმენთ და თუ რამე გასათვალისწინებელი და ოდნავ მაინც რაციონალური იქნება, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ, ოღონდ რაციონალური და არა ქუჩიდან რომ გველპარაკებიან და გვიანონსებენ რადიკალიზმს იმის მაგივრად, რომ პუნქტების შესრულებაზე ილაპარაკონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები