,,ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ”- ნიკა გოგაშვილი

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა.

ნიკა გოგაშვილს უწყება ორ ეპიზოდზე გამოკითხავს. პირველი ეპიზოდი გოგაშვილის დაკავების დროს ჩატარებულ სპეცოპერაციას, ხოლო მეორე რუსთავის ციხეში შეხვედრას ეხება.

,,პირველ რიგში, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ჩვენ ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ფურცლები დაიხარჯება წერით. სავარაუდოდ, იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენთან სახლში შემოვარდნასა და უკანონოდ ციხეში რომ შეგვიყვანეს. მე მინდა, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ 7 დღე რომ გამორთულია კამერები, ეს თურმე ხარვეზია, თქვენ წარმიდგინეთ, მაგ ციხეში რომ ეგეთი სიტუაციაა, რა ხდება სხვა ციხეებში”, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

მსგავსი თემები