“ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ

ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში მიმდინარე „ოსკარების“ ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლების შემსრულებლები დააჯილდოვეს. „ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფენიქსისთვის ეს პირველი „ოსკარია“, ხოლო ზელვეგერისთვის მეორე.

საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავს წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს.

„ოსკარის“ დაჯოლდოების 92-ე ცერემონიაზე „გრემის“ წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორმა, 18 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის, „ბითლზის“ კომპოზიცია Yesterday შეასრულა.

მსგავსი თემები