,,უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის.

,,დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ გვაქვს, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, სამხედრო ტყვეების დისკრიმინაციას, ატომური ბომბით და ატომური ენერგოსადგურით მანიპულაციას, ვითარება ძალიან რთულია უკრაინას ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემოგვიერთდება, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ამ არმიას კიდევ უფრო ძლიერს და თავდაცვისუნარიანს გახდის”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

აღნიშნული განცხადება ბორელმა პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მსგავსი თემები