ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ ერთ კვირაში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ერთი კვირის მონაცემებით,  ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.

 

მსგავსი თემები