,,ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული დამცველების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ზალუჟნის თქმით, ყოველდღე უნდა ახსოვდეს ხალხს ფასი, რომელიც უკრაინელებმა გადაიხადეს და იხდიან თავისუფლებისთვის.

„დღეს არის უკრაინის დამცველების ხსოვნის დღე, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ფაქტობრივად, ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის. არ არსებობს შესაბამისი სიტყვები, როდესაც საქმე დანაკარგებს ეხება, რადგან ეს არის კონკრეტული ადამიანების გატეხილი ბედი, რომლებიც მთელი სამყარო იყვნენ მათი ახლობლებისთვის“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

 

მსგავსი თემები