მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი 2 დღის უკან აზიარა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის,  მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და აზიარა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული.

,,მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული. ვფიქრობ ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად. თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები