როგორ ძარცვავენ საქართველოს მოსახლეობას?!

გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა. რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდის დაზიანების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. მატარებლები ვერც ხვალ იმოძრავებენ აღნიშნულ მონაკვეთზე. აღნიშნული ერთგვარი „ხეირი“ აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისა და „მატარებელი ჯი“-სთვის.

კერძოდ, მათ, ვისაც მატარებლის ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მგზავრების მიზეზით არ შექმნილა. გადახდილი თანხის დაახლოებით ნახევარს უბრუნებენ. ასე მაგალითად, თუ მგზავრმა ბილეთში 17 ლარი გადაიხადა, 11,80 ლარი დაუბრუნეს.

„მატარებელი ჯი“-ში აცხადებენ, რომ თავად არაფერ შუაში არიან, რადგან ამ თანხას რკინიგზა აჭრის. რკინიგზაში კი ამბობენ, რომ რაფერ შუაში არიან.

ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ გაჭირვებულ ხალხზე, რომლებმაც თბილისამდე ვერ ჩამოაღწიეს, ერთ დღეში „ვიღაცამ“ სოლიდური თანხა იშოვა.

უღელტეხილზე ავარიის გამო მატარებლის მოძრაობა შეჩერდა  

მსგავსი თემები