,,რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული”- ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული.

„ვიდრე რუსეთი ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ოკუპაციას ახდენს, რეაქტორების ექსპლუატაციის მთავარ რისკად რეაქტორების გაგრილების სისტემა რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ცნობით, სანამ სადგური რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ძირითად რისკებს შორის, სავარაუდოდ, რჩება რეაქტორების გაგრილების სისტემების შეფერხება, მისი სარეზერვო ელექტრომომარაგების დაზიანება, ზეწოლის ქვეშ მომუშავე მუშების შეცდომები.

მსგავსი თემები