დაჭრილი პატიმარი გურამ სვანაზე კლინიკაში გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. პატიმარი რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ესკორტის ოფიცერს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა.

დაჭრილი პატიმრის საქმე –  პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ესკორტის ოფიცერს ბრალდება წარუდგინა – (mcm.ge)

მსგავსი თემები