ასლან ბჟანია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება აფხაზეთის ,,ეროვნულ” ინტერესებშია

ოკუპირებული აფზახეთის  დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება აფხაზეთის ,,ეროვნულ” ინტერესებშია. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მზადაა.

„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები.  იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბჟანიამ.

 

 

მსგავსი თემები