„გვჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა, ფული სახელმწიფოს დასაფინანსებლად – გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად მოვიგოთ ომი”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, წლის ბოლომდე უკრაინელებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ კარგი ამბებია მოსალოდნელი.

„მე ვარ ინფორმირებული ოპტიმისტი ან კარგად ინფორმირებული, ამიტომ მაქვს გარკვეული პოზიტიური იმედი, რომ წელს იქნება კარგი, სასიამოვნო სიახლე მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს გამარჯვება“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება.

„ჩვენ ასევე გვჭირდება სხვა ტიპის რესურსები – ეს არის იარაღი, საბრძოლო მასალა, ფული სახელმწიფოს დასაფინანსებლად და ბევრი სხვა. ჩვენ გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად მოვიგოთ ომი. დანამდვილებით შემიძლია დავამოწმო, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან ითანამშრომლონ ჩვენთან არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ოლექსეი რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები