,,ნახევარი წელია პუტინი უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს – რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს”- ანალება ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს.

მისივე  თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ომის თავიდან ასაცილებლად, თუმა რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები და უკვე ნახევარი წელია ანადგურებს უდანაშაულო ქვეყანას.

„ჩვენ დიდი ყურადღება არ მივაქციეთ ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შიშებს. აუცილებელია ახალი ევროპული და აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკა“, – აღნიშნა ანალინა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკი აღნიშნავს, რომ რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი  უკრაინის იარაღით მომარაგების გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება.

 

მსგავსი თემები